ტრადიციად ქცეული საშობაო აქცია.

ევროპულ სკოლაში  წელიწადში ორჯერ ტარდება საშობაო და სააღდგომო საქველმოქმედო აქციები.

მოსწავლეებმა ,მასწავლებლებმა და მშობლებმა  სურსათი და ტკბილეული შეაგროვეს და 16 დეკემბერს სკოლის მოსწავლეთა კომიტეტმა და   საინიციატივო ჯგუფმა,   საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერთან ერთად  საშობაო ნობათი გადაუნაწილეს სიონისა და მთავარანგელოს მიქაელის სახელობის ტაძრების მრევლის ხელმოკლე ოჯახებს,საპატრიარქოს, უპოვართა სასადილოს.  საქართველოს “კარიტასის“ სასადილოში ტრადიციისამებრ ისევ   გაიხარებენ უპოვარი მოხუცები.

Share on: