ქართული ენისა და ლიტერატურის კვირეული

კვირეულის პროგრამა

23 აპრილი

  1. კვირეულის გახსნა – “ვეპატიჟებით ყველას წიგნის ჯადოსნურ სამყაროში“. წიგნის კარვის პრეზენტაცია. 9 სთ. სკოლის იტალიური ეზო.
  2. თამაზ კვაჭანტირაძის “სასიტყვეთი“, 09:50 სთ. საკონფერენციო დარბაზი, ოთახი 59.
  3. აქცია “მე მიყვარს კითხვა“ – პოსტერები მოსწავლეებისათვის ცნობილი  ქართველების ფოტოებით/”ჩემი საყვარელი წიგნის რეკლამა“. 13 სთ. სკოლის ფოიე.
  4. “ბუნების ვაჟასეული ხედვის თავისებურებანი“ და თანამედროვეობის ეკოლოგიური პრობლემები – მომხსენებელი მე-11ბ კლასის მოსწავლე ნიკა ელბაქიძე. მასწავლებელი თეკლა ბერაძე, კონსულტანტი – მაია კაპანაძე.  პირველი სართულის საკონფერენციო. 15 სთ.

24 აპრილი

  1. ღია გაკვეთილი – “ბრბო და ადამიანი“ – მე-8ა კლასი, მასწავლებელი ლელა მელიქიშვილი. პირველი-მეორე გაკვეთილი, 9.00 სთ.
  2. შემაჯამებელი ინტეგრირებული გაკვეთილი “ბარათაშვილი და ბაირონი“, მეცხრე კლასი, მასწავლებლები რუსუდან ბრეგაძე და ვიკა კუპრაშვილი, მეორე და მესამე გაკვეთილები, 9.50 სთ. პრაღის ოთახი.
  3. ღია გაკვეთილი  – “ჩვენ ვართ მკითხველები და არა გადამკითხველები“ – მე-6 ბ კლასი, მასწავლებელი მელანო ილურიძე, მეექვსე გაკვეთილი, 13.15 წთ.
  4. “ბავშვები ბავშვებს” – ერთი სიმღერის გაკვეთილი (მე-11 კლასელი სამი მოსწავლე სიმღერით  შეასწავლის ქართულ სიტყვებს MVP-ის მე-4 კლასელებს) – მასწავლებელები თეკლა ბერაძე და ლიკა ვეკუა. მესამე გაკვეთილი, 11.45 სთ.
  5. მეხუთე კლასის მოსწავლეების პროექტის პრეზენტაცია -“ეს5სარკეა”, მოსწავლეთა კრებულის პრეზენტაცია.  მასწავლებლები თამარ ცაგარელი და ირინა კოჭლამაზაშვილი.  მეოთხე გაკვეთილი, 11.35 წთ., ბიბლიოთეკა.
  6. ღია გაკვეთილი თემაზე: “ვეფხისტყაოსნის“ ალუზია აკა მორჩილაძის “წიგნში“ – მე-11 DP, მასწავლებელი თამარ ლომიძე, მე-7-მე-8 გაკვეთილები.
  7. “დაუვიწყარი შეხვედრები“ – შეხვედრა პოეტ რატი ამაღლობელთან. 15.00 სთ.

25 აპრილი

  1. ღია გაკვეთილი – “ვაჟკაცობისას ამბობენ“ – მე-11ბ კლასი, მასწავლებელი თეკლა ბერაძე, 1-ლი გაკვეთილი 9 სთ. 
  2. “ვკითხულობთ უფროსებთან ერთად“. PYP მე-3 კლასი და მე-11ბ კლასის მოსწავლეები კითხულობენ “ტომ სოიერის თავგადასავალს“, მასწავლებელები თეკლა ბერაძე და ლიკა ვეკუა, 14 სთ.,  სკოლის ბიბლიოთეკა.
  3. “სალიტერატურო ენა და დიალექტები“ – მე-6ბ, გ და მე-7ა კლასების მოსწავლეების მცირე კვლევა. სტუმრები – ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული. მასწავლებელი მელანო ილურიძე, 13.15 სთ., საკონფერენციო, მეორე კორპუსი, ოთახი 42.
  4. პროექტი  “ჩემი საყვარელი წიგნი“ (საყვარელი წიგნის წარდგენა და მიზანსცენის გათამაშება) და “ჩვენი პირველი ნაბიჯები“ – მე–6ა კლასის მოსწავლეების ჟურნალ “ზარდახშის“  პრეზენტაცია. მასწავლებელი რუსუდან ბრეგაძე. მეოთხე და მეხუთე გაკვეთილი. 12.05 სთ.  სააქტო დარბაზი.
  5. “მოგზაურობა სიზმარეთში,” ანუ შეხვედრა გაცოცხლებულ პერსონაჟებთან ანასტასიასთან და გიორგისთან (დავით ზურაბიშვილის “მოგზაურობა სიზმარეთში“ მიხედვით) – მე-5 კლასი, მასწავლებელი თამარ ცაგარელი, 15 სთ. ბიბლიოთეკა.

26 აპრილი

ევროპული სკოლის “PENმარათონი“ – გასვლა სკოლიდან 10 სთ-ზე.

ქართული ენისა და ლიტერატურის კვირეულის განმავლობაში ევროპული სკოლა შემოგთავაზებთ გადაცემებს მხოლოდ ქართულ ენაზე. ამავე დროს შეგახსენებთ მართლმეტყველებისა და მართლწერის საკითხებს.

Share on: