ღია გაკვეთილების შედეგები სახელოვნებო, სამეცნიერო, სპორტულ კლუბებსა და სტუდიებში

სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებს, მშობლებსა და სხვა მოწევეულ სტუმრებს მიეცათ საშუალება დასწრებოდნენ საჩვენებელ გაკვეთილებს:  ფეხბურთში, კალათბურთში, კარატეში, ფარიკაობაში, ჩოგბურთში, ჭადრაკსა  და რაგბიში. გარდა ამისა, ღია გაკვეთილები ჩატარდა პუშკინისა და ჰიუგოს სკოლებში, სატელევიზიო სტუდიაში, რელიგიათა ისტორიისა და იტალიური ენის შემსწავლელ კურსებზე, ნორჩ ფიზიკოსთა, ნორჩ პროგრამისტთა და ინტელექტუალთა კლუბებში.

გაკვეთილებმა მეტად საინტერესოდ ჩაიარა.  2014 წლის გაზაფხულზე მსგავსი მეცადინეობები  კვლავ ჩატარდება.

2013 წლის 20 დეკემბერს კი 15.00 საათზე სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდება სახელოვნებო, სამეცნიერო, სპორტული კლუბებისა და სტუდიების I სემესტრის მუშაობის შემეჯამებელი პრეზენტაცია.

Share on: