ძველი თბილისი

5 აპრილს “ევროპული სკოლის“ მეოთხეკლასელები ტრანსდისციპლინარული თემის “ძველი და ახალი თბილისი“ ფარგლებში ესტუმრნენ ძველ თბილისს.
მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია თბილისის დაარსების შსახებ. გაიგეს, თუ როგორ ცხოვრობდნენ და ვითარდებოდნენ სხვადასხვა რელიგიის, რჯულის, ეროვნების ადამიანები ერთად ძველ თბილისში.
დაათვალიერეს ძველი თბილისის ისტორიული უბნები და ძეგლები. მათი
არქიტექტურა, სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების ცენტრები და გაიგეს მათი ისტორიის შესახებ.

Share on: