ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, მასწავლებლებო!

ევროპულ სკოლაში ა.წ. 22.-23 მაისს სტუმრად იმყოფებოდნენ საერთაშორისო ბაკალავრიატის ცენტრალური ოფისის წარმომადგენლები: აგნიესკა ლობეჟკო და რემკე ლეუსინკი. მათი ჩამოსვლის მიზანი იყო ევროპული სკოლის საერთაშორისო სექტორის საბაზისო პროგრამის (MYP) ავტორიზაცია.

სკოლის ხელმძღვანელობასთან, მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან გასაურებისა და გაკვეთილებზე დასწრების, დოკუმენტაციის შემოწმების შემდეგ აგნიესკა ლობეჟკომ და რემკე ლეუსინკიმ საოცრად პოზიტიური ანგარიში წარმოადგინეს. ევროპულ სკოლაში წარმატებით დანერგილმა MYP პროგრამამ ავტორიზაციის ჯგუფის წევრებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ყველას გილოცავთ წარმატებას!

Share on: