წარმატებას ვულოცავთ!

2014 წელს საქართველოს ფოსტამ პირველად მიიღო მონაწილეობა წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1969 წელს მსოფლიო საფოსტო კავშირის ტოკიოს კონგრესზე. ეს კონკურსი 1971 წლიდან სისტემატურად იმართება და მასში მონაწილეობას იღებს მსოფლიო საფოსტო კავშირის 192 წევრი–ქვეყანა. ყოველწლიურად წერილის თემას განსაზღვრავს მსოფლიო საფოსტო კავშირი. ამჯერად კონკურსის თემა იყო -“რა გავლენას ახდენს მუსიკა ადამიანის ცხოვრებაზე“. კონკურსის მიზანია წერილის წერის მივიწყებული ტრადიციის აღდგენა და წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში.

Share on: