წიგნის პრეზენტაცია

14 ნოემბერს, ევროპული სკოლის კაფეტერიაში ირინა აბჟანდაძისა და მაკა შაფათავას წიგნის “თხევადი მზის ქვეყანა“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში შესულია უცნობი ფაქტები ცნობილი მეცენატებისა და საზოგადო მოღვაწეების ღვაწლზე საქართველოში მეღვინეობის განვითარებაში.

პრეზენტაციას წიგნის ავტორები, სკოლის ადმინისტრაცია, კათედრების ხელმძღვანელები და IB სექტორის სტუდენტები ესწრებოდნენ. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა. ავტორები მოსწავლეებს წიგნზე მუშაობის ნიუანსებსა და მოძიებულ ცნობებზე ესაუბრნენ. პრეზენტაციის ბოლოს მოწვეული სტუმრებისთვის ღვინისა და ყველის დეგუსტაცია გაიმართა.

Share on: