ასტრიდ ლინდგრენის კვირეული
“ასტრიდ ლინდგრენის კვირეულის“ ფარგლებში “ევროპულ სკოლაში“ არაერთი ლიტერატურული, შემეცნებითი და გასართობი აქტივობა ჩატარდა. ერთი დღით მოსწავლეებმა პეპის, კარლსონის, რონიას და ემილის კოსტიუმები მოირგეს; “მწერალთა სახლიდან“ გვესტუმრა საბავშვო მწერალი ვასო გულეური საჯარო ბიბლიოთეკიდან – გიორგი კეკელიძე მოეწყო მოსწავლეთა ნახატების ექსპოზიცია; გამომცემლობამ ღია წიგნის მაღაზია და ბიბლიოთეკა, “მოსიარულე ბუდრუგანა“ გამოგვიგზავნა. მოსწავლეებს სიტყვით მიმართა შვედეთის საელჩოს პირვე ლმა მდივანმა ილვა ფესტინიმ; ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა შეხვედრა 2021 წლის ლინდგრენის პრემიის ნომინა ნტ მწერალ ირმა მალაციძესთან თემაზე: “ასტრიდის სამყარო უნიბ აკენში“; შვედეთიდან ონლაინ რეჟიმში წაიკითხეს ფრაგმენტები ლინდგრენის ნაწარმოებებიდან, მოეწყო ლიტერატურული თამაშები და ვიქტორინა;
კვირეულის მიზანია მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება და წიგნის კითხვის პოპულარიზაცია.