ჭადრაკის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები

კენდალის ინგლისური სკოლის (ჩილე) ორგანიზებით 20 ნოემბერს ჩატარდა საერთაშორისო საჭადრაკო ონლაინ ტურნირი სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელშიც 31 ქვეყნის 518 მონაწილე ეჯიბრებოდა ერთმანეთს 12  კატეგორიაში.  “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს დაწყებით A, B და საშუალო A კატეგორიებში. დაწყებით A კატეგორიაში მესამე ადგილზე მეორე კლასის მოსწავლე ანდრია ჩქარეული გავიდა, მეოთხე ადგილი ერგო ანასტასია ლაბარტყავას, მეშვიდე ადგილი კი მარიამ ლაბარტყავამ დაიკავა.

ვულოცავთ ჩვენს პატარა მოჭადრაკეებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!

Share on: