დამოუკიდებლობის დღე

“ევროპულმა სკოლამ“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე პატრიოტული მუხტით და ენთუზიაზმით აღნიშნა. ამ დღეს სიამაყის გრძნობა და ბედნიერი გამომეტყველება ყველას, დიდის თუ პატარის, მასწავლებლის თუ მოსწავლის, სახეზე შეიმჩნეოდა.

დღე მოსწავლეთა საზეიმო მსვლელობით, დროშების ჩამოტარებით დაიწყო, რასაც მოჰყვა ეროვნულ სამოსში გამოწყობილი პატარების გამოჩენა წითელ ხალიჩაზე. საქართველოს ძველი და თანამედროვე დროშების აღმართვის ცერემონიის შემდეგ ზეიმი სკოლის დარბაზში გაგრძელდა, სადაც მოსწავლეებს ისტორიის მასწავლებელმა მაია წენგუაშვილი-მა მიმართა ამაღელვებელი, პატრიოტული განწყობით. მოსწავლეებმა პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნულ გმირებს, რომელთა ფოტოებიც მაისურებზე გამოისახეს.

მათ ულამაზესი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებიც შეასრულეს. დასასრულს ისტორიკოსმა ირაკლი ირემაძემ დამსწრე საზოგადოებას ჩაუტარა საუბარი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ. ეს დღე იყო თავისუფლების, სიამაყის და ღირსების ზეიმი.

Share on: