დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე - 2022
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. წლევანდელი კამპანია #წინდამინდა უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
“ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა კამპანიის ფარგლებში 3000 ლარის ღირებულების წინდები შეიძინეს. ყოველი გაყიდული წინდიდან შემოსული თანხის 10% უკრაინის დაუნის სინდრომის ასოციაციას გადაერიცხება. მოსწავლეებს ასევე მიეცათ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, შეძენილი წინდა გაეგზავნათ უკრაინელი ხალხისთვის.
#ინკლუზიანიშნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, ამიტომაც გიგოსთან, სესილისთან და ალექსანდრესთან ერთად ჩავატარეთ ქიმიის სახალისო ცდები, შევხვდით რობოტებს, FabLab-ში ავაწყვეთ ხელნაკეთი ფაზლი და გამოვფინეთ ნახატები. ცნობიერების ამაღლების მიზნით მოეწყო შეხვედრა დაუნის სინდრომის ასოციაციის დამფუძნებელ ნინო სიხარულიძესთან.
ღონისძიების მიზანი იყო არა მხოლოდ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ინტეგრირება საზოგადოებში, არამედ ყველა ბავშვის თავისუფალ, თანასწორ და მშვიდობიან გარემოში ცხოვრების მხარდაჭერა.