დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად “ევროპულ სკოლაში“ განსაკუთრებული შეხვედრა გაიმართა. სტუმრად იყო ქართული ცეკვის ქორეოგრაფი, საბა ბერიაშვილი.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა მეხუთე კლასის მოსწავლეებთან. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ გასაუბრებოდნენ სტუმარს, დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მეტი გაეგოთ მისი ცხოვრების, პროფესიული გზისა და წარმატებების შესახებ. საბამ გულწრფელად გაუზიარა ბავშვებს საკუთარი გამოცდილება, მოტივაცია და ის სირთულეები, რომლებიც დაძლია მიზნების მისაღწევად.
შეხვედრის ყველაზე სახალისო და ენერგიული ნაწილი ქართული ცეკვის მასტერკლასი იყო, რომელიც საბამ თავად ჩაატარა.
აღნიშნული აქტივობა ემსახურებოდა მოსწავლეებში ტოლერანტობის, თანაგრძნობისა და ერთმანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობის გაძლიერებას. შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა, როდესაც არსებობს მონდომება, შრომა და საკუთარი თავის რწმენა.

Share on: