დაწყებითი საფეხურის დამამთავრებელი ღონისძიება

16 ივნისს ,,ევროპულ სკოლის” სააქტო დარბაზში მეოთხე კლასის დამამთავრებელი საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, რომელიც  მწერალმა, გიორგი კეკელიძემ გახსნა.

დამრიგებლებმა მოსწავლეებს ოთხწლედის დასრულება მიულოცეს და  წარმატებები უსურვეს. მოსწავლეების დიდი სიხარული გამოიწვია სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებულმა ვიდეორგოლმა, რომელზეც ბავშვების სკოლაში ყოფნის ოთხი წელი იყო აღბეჭდილი. შეხვედრის დასასრულს მეოთხეკლასელები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

Share on: