დედა ენის დღე
“ევროპულ სკოლაში“ 14 აპრილს განსაკუთრებულად აღინიშნა დედა ენის დღე. დედა ენისა, რომელიც ქართველი ერის დამოუკიდებლობის, თვითმყოფადობისა და ცნობიერების საწყისია.
- კორნელიკეკელიძისსახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრიდან წარმოდგენილი იყო “ვეფხისტყაოსნის“ მე-17 საუკუნის ორი ხელნაწერის ნიმუში (ბექთაბეგისეული და წერეთლისეული ნუსხები) და ფოტო ფრაგმენტები ძველი ქართული ხელნაწერებიდან;
- გაიმართავიდეო ინსტალაცია ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის შესახებ;
- MYP პროგრამისმე-7 კლასის მოსწავლეებმა კალიგრაფიულად გადაწერეს ,,ვეფხისტყაოსნის“ სტროფები და წარმოადგინეს პრეზენტაციები ,,ვეფხისტყაოსნის“ მნიშვნელობისა და თარგმანების შესახებ;
- დაწყებითიკლასისმოსწავლეები შეხვდნენ კალიგრაფ მარიამ ტეფნაძეს, დაესწრნენ მასტერკლასს და გაიცნეს ქართული კალიგრაფიის ხელოვნება. გამოფინეს მასტერკლასის დროს შექმნილი ნახატები, ჩაატარეს ვიქტორინა და უმცროსკლასელებს გააცნეს ქართული დამწერლობის ნაირსახეობები: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული დამწერლობა;
- AHS-ისმე-9 კლასელებმასამახსოვრო ბარათები დაამზადეს, რომლებზეც ასახეს სწორად მეტყველების ნორმები და თანატოლებს დაურიგეს;
- მე-5-7 კლასისმოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები: სახელმწიფო სიმბოლიკის მნიშვნელობა და ჰიმნი, როგორც ერის იდენტობის სიმბოლო, ქართული ჰიმნის ისტორია და სხვ.