დედამიწის დღე

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეები ყველა იმ გარემოსდაცვით მოძრაობას შეუერთდნენ, რომელსაც წლევანდელი თემა – აღვადგინოთ დედამიწა აერთიანებს. პირველი მიმართულება, რომელსაც წელს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, არის კლიმატის, გარემოს შესახებ ცნობიერების ამაღლება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ქართული პროგრამის მოსწავლეები შეხვდნენ USAID ZRDA პროექტის უფროს მრჩეველს, ირაკლი უჯმაჯურიძეს, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრა ტყის მნიშვნელობაზე, მსოფლიოსა და საქართველოს ტყეების საფრთხეებზე. სახალისო გაკვეთილის მიზანი იყო ასევე ენდემური ჯიშების პოპულარიზაცია. დასასრულს სტუმარმა მოსწავლეები დაასაჩუქრა ლაფანის ჯიშის თესლებით და მოუწოდა მათ, გაახარონ თესლები და აქციონ ხეებად.
დაწყებითი საფეხურის მეხუთე კლასის მოსწავლეებმა პლაკატები დაამზადეს საკუთარი სლოგანებით, რაც მიზნად ისახავდა ადგილობრივი თუ გლობალური საზოგადოების ყურადღების მიპყრობას და მესიჯის გავრცელებას, რომ დედამიწის დაცვა თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა.
წლევანდელი თემის მეორე მიმართულება ხეების დარგვა და დედამიწის მწვანე საფარის აღდგენაა. მე-4 კლასის მოსწავლეები შეუერთდნენ ამ მოძრაობას და სკოლის ეზოში დარგეს ნერგი.
“ევროპული სკოლის“ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა ქმედებებმა გვაჩვენა, რომ პატარებსაც ძალუძთ გარემოს დაცვა და პოზიტიური ცვლილებების შეტანა ბუნების აღდგენაში.

Share on: