ექიმები სკოლაში - ოტორინოლარინგოლოგის ვიზიტი

22 ნოემბერს “ევროპულ სკოლას“ ეწვია ოტორინოლრინგოლოგი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ბატონი გაგა ყულიაშვილი. ჩვენი სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებს მოწვეულმა სტუმარმა წარუდგინა პრეზენტაცია საინტერესო თემაზე “ზამთარი და ყელყურცხვირის გასაჭირი“.
ბავშვებისთვის საინტერესო ფორმატში მოხდა მათთვის ინფორმაციის მიწოდება სასუნთქი გზების აგებულების, მოვლის და ჰიგიენური ნორმების დაცვის შესახებ. ბავშვებმა კითხვა პასუხის რეჟიმში სტუმართან განიხილეს მათთვის საინტერესო საკითხები, რაც უკავშირდება სეზონურ ვირუსებს, ალერგიებს და ამით გამოწვეულ გართულებებს სასუნთქი გზების მხრივ.
ასევე პრეზენტაცია გამოეხმაურა ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიცაა ცხვირიდან სისხლდენა, რაც აქტუალურია ამ ასაკის ბავშვებთან. მოსწავლეებს მიეცათ ექიმის რჩევები ასეთ დროს სწორი მოქმედებებისთვის.

Share on: