ES Talks
მოსწავლეებს საინტერესო, ინოვაციური, დასაფიქრებელი აზრები ებადებათ. “ევროპულ სკოლაში“ ხელს ვუწყობთ მოზარდებს, ჩამოაყალიბონ, განავითარონ იდეები და შემდგომ საკუთარი მიგნებები სკოლის საზოგადოებას გაუზიარონ.
ქართული პროგრამის ასამბლეები და ღონისძიება ES Talks გადაიქცა პლატფორმად, სადაც V-XII კლასის მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა და საკუთარი მისწრაფებები და ხედვები გაგვაცნეს ტექნოლოგიების, ფსიქოლოგიის, ისტორიის, გარემოს დაცვისა და სხვა სფეროების საინტერესო თემატიკების შესახებ.