“ევროპული სკოლა“ ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე Welcome to Georgia!

6 დეკემბერს “შერატონ მეტეხი პალასში“ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების Welcome to Georgia-ს რიგით მე-5 დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე “ევროპული სკოლის“ წარმომადგენლები საპატიო სტუმრის სტატუსით იყვნენ მიწვეული. ასევე მოეწყო “ევროპული სკოლის“ საიმიჯო სტენდი, სადაც 800-მდე სტუმარს შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდნენ ინფორმაციას სასწავლო პროგრამების შესახებ, ენახათ ვიდეოტური და მოესმინათ ინფორმაცია სკოლის მიღწევების შესახებ.

წლევანდელ საიუბილეო დაჯილდოების ცერემონიაზე 300-ზე მეტი ნომინანტიდან დასახელდნენ საუკეთესოები 26 სხვადასხვა ნომინაციაში. სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ ფინალისტებს და გამარჯვებულებს ახალ კატეგორიებშიც: “საუკეთესო ავიაკომპანია“, “საუკეთესო ტრადიციული რეწვა“, “საუკეთესო ნიშური ტურიზმი“, “საუკეთესო სოფლის ტურიზმი“, “საუკეთესო მცირე მეღვინეობა“ და სხვ.

Share on: