“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის 2021 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო

8 ივნისს “ევროპულ სკოლაში“ ქართული პროგრამის მე-12 კლასელების გამოსაშვები საღამო გაიმართა. კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცა და კეთილი სურვილები უსურვა “ევროპული სკოლის“ დირექტორმა სოფიო ბაზაძემ. წარჩინების სერტიფიკატები და “ევროპული სკოლის“ მედლები გადაეცათ: ახალაია მარიამს, ზედგენიძე სალომეს, ოქრიაშვილ მარიამს, ფანჯაკიძე ელენეს, ქობლიანიძე ელენეს, ყუბანეიშვილ თორნიკეს, ცერცვაძე ნინის, ჯოხაძე ელენეს.

ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან დღეს და წარმატებას ვუსურვებთ საგანმანათლებლო კარიერაში. დარწმუნებულები ვართ, “ევროპულ სკოლაში“ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მათი სამომავლო წარმატების საწინდარი იქნება.

Share on: