ფილმის ჩვენება -“არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა – ახალი ჰორიზონტი”

13 მარტს “ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის  გაიმართა დოკუმენტური ფილმის “არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა – ახალი ჰორიზონტი.” ჩვენებას ესწრებოდნენ ინტერდისციპლინურ პროექტებში ჩართული მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები.
კულტურული მემკვიდრეობის თემაზე მოკლე შესავალი სიტყვით გამოვიდა ფილმის ავტორი შორენა წილოსანი, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა და მისი დაცვა-ენარჩუნების აუცილებლობა.
ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა მოკლე დისკუსია კითხვა-პასუხის ფორმატში, სადაც მოსწავლეებმა იმსჯელეს ტრადიციების, კულტურული პრაქტიკებისა და მათი თანამედროვე მნიშვნელობის შესახებ.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისადმი ცნობიერების ამაღლება და იმის გააზრება, თუ როგორ შეიძლება თითოეულმა ჩვენგანმა შეიტანოს წვლილი მის დაცვასა და მომავალი თაობებისთვის გადაცემაში.

Share on: