გარემოსდაცვითი საკითხების განხილვა “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებთან

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ევროპული სკოლის მოსწავლეებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ ლექცია ჩაუტარდათ.
შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ეკატერინე ბენდელიანმა გახსნა და გარემოსდაცვითი საკითხების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ძირითად დამაბინძურებლებსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენაზე ლექცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ნოე მეგრელიშვილმა ჩაატარა.
Share on: