იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე

27 ოქტომბერი იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე და სკოლის ბიბლიოთეკების საერთაშორისო დღეა. ამ თარიღებთან დაკავშირებით “ევროპულ სკოლაში“ არაერთი მნიშვნელოვანი ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა.

განსაკუთრებულად აღინიშნა “დედა ენის“ ავტორის, საბავშვო მწერლის, პუბლიცისტის, მეცენატისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე. მოსწავლეებმა განასახიერეს პერსონაჟები მისი მოთხრობებიდან: “თხა და გიგო,“ “მკვეხარა ქოთანი“; ერთმანეთს წაუკითხეს მოთხრობები, მოაწყვეს ლიტერატურული ვიქტორინები და წარადგინეს პრეზენტაციები გოგებაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.

სკოლის ბიბლიოთეკის დღის აღსანიშნავად მწერალი გიორგი კეკელიძე მოსწავლეებს ესაუბრა წიგნიერებაზე,  სასწავლო პროცესში სკოლის ბიბლიოთეკის როლზე. გაიმართა ჩვენი სკოლის განახლებული ვებგვერდის პრეზენტაცია და ელექტრონული რესურსების წარდგენა მოსწავლეების წინაშე.

Share on: