იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელსაც ყოველწლიურად 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნევენ და ხმამაღლა კითხულობენ წიგნის მოყვარულები.
“იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“-ამ დევიზით “ევროპული სკოლის“ მოსწავლეების მიზანია შეუერთდეს სასარგებლო ინიციატივას და გახდეს მსოფლიოს ამ მასშტაბური ღონისძიების ნაწილი.
მოსწავლეებმა ქართულ და ინგლისურ ენაზე წაიკითხეს, როგორც საბავშვო ლიტერატურის კლასიკოსი მწერლების შემოქმედება, ასევე საკუთარი პოეტური და პროზაული ნაწარმოებები.

Share on: