ივერი ჭელიძის სახელობის ჩემპიონატი ფეხბურთში

ევროპულ სკოლაში დასრულდა ივერი ჭელიძის სახელობის ჩემპიონატი ფეხბურთში. ტურნირი გაიმართა სამ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში და მასში მონაწილეობდნენ ჩვენი სკოლის სამივე პროგრამის 6-12 კლასელები.
ფინალურ მატჩში პირველ საფეხურზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მე-6, 7 და მე-8 კლასის მოსწავლეები და გამარჯვება მოიპოვეს მე-6ა კლასის მოსწავლეებმა. მეორე ადგილი დაიკავა MYP პროგრამის მე-6 კლასის მოსწავლეებმა, ხოლო მე-3 ადგილზე გავიდნენ ქართული პროგრამის მე-8ა კლასის მოსწავლეები. დაძაბულ ბრძოლაში უფროსკლასელთა კატეგორიაში პირველი ადგილი AHS-ის მე-12 კლასელებმა მოიპოვეს, მე-2 ადგილი ქართული პროგრამის მე-12ბ კლასმა დაიკავა, ხოლო მე-3 ადგილოსნები MYP მე-10 კლასის მოსწავლეები გახდნენ.
გამარჯვებულ გუნდებს ბ-ნმა ივერი ჭელიძემ მედლები და გარდამავალი თასი გადასცათ.

Share on: