ხელების დაბანის საერთაშორისო დღე

ხელების დაბანის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პირველკლასელებისთვის საგანმანათლებლო აქტივობა გაიმართა, რომლის მიზანი პირადი ჰიგიენის მნიშვნელობის გაცნობიერება და ხელების სწორად დაბანის უნარ-ჩვევების განვითარება იყო.

აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ხელების ჰიგიენის მნიშვნელობისა და უხილავი მიკროორგანიზმების შესახებ. მათ ასევე ნახეს ვიდეორგოლი, რომელშიც ხელების სწორად დაბანის ტექნიკა იყო წარმოდგენილი.

თეორიული ცოდნის განმტკიცების მიზნით ჩატარდა პრაქტიკული აქტივობა: მოსწავლეებმა ფერადი საღებავის გამოყენებით ხელების დაბანის პროცესი მოდელირებული ფორმით განახორციელეს. აქტივობამ მათ შესაძლებლობა მისცა, უკეთ გაეაზრებინათ ხელების ყველა ნაწილის საფუძვლიანი დაბანის მნიშვნელობა.

მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებასა და პირადი ჰიგიენის მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების განვითარებას.

Share on: