ხელოვნება-ძველი ცივლიზაციები

“ევროპული სკოლის”  7ბ კლასის მოსწავლეები, ისტორიისა და ხელოვნების  ინტეგრირებული პროექტ “ძველი ცივილიზაციები” -ის  ფარგლებში,   სამხატვრო აკადემიის პროფესორს, ხელოვნებათმცოდნე  ქალბატონ ანა კლდიაშვილს შეხვდნენ. ქალბატონი ანა  მოსწავლეებს ესაუბრა ძველი ცივილიზაციების, კერძოდ ძველი ეგვიპტისა და შუმერის   ხელოვნების შესახებ, თუ რა გავლენა იქონია ამ ორმა ცივილიზაციამ კაცობრიობის  განვითარებაზე.  შეხვედრა ინტერაქტიურ ფორმატში წარიმართა. ქალბატონმა ანამ უპასუხა მოსწავლეთა  კითხვებს. შეხვედრა   მნიშვნელოვანი იყო როგორც  ინფორმაციების მისაღებად, ასევე  მოსწავლეთა  მოტივაციის ასამაღლებლად, რაც  ხელს  შეუწყობს ინტეგრირებული პროექტის წარმატებით დასრულებას.
Share on: