კინგსის ოლიმპიადის ფინალისტები

17 ოქტომბერს ,,ევროპული სკოლის“ 50-ზე მეტ მოსწავლეს კინგსის ოლიმპიადის საგაზაფხულო სესიაზე მოპოვებული სერტიფიკატები გადაეცა.

ჩვენი სკოლა 10 წელია მონაწილეობს კინგსის საგანმანათლებლო პროექტში, რომელიც მთელ საქართველოში II-XII კლასის მოსწავლეებისთვის ქართულ, ინგლისურ ენებსა და მათემატიკაში ტარდება.

კინგსი ზრუნავს მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებაზე, ნიჭიერი ბავშვების გამოვლენასა და განვითარებაზე.

Share on: