კლასიკური მუსიკის ფესტივალი

14 მაისს “ევროპული სკოლის“ მთავარ დარბაზში კლასიკური მუსიკის ფესტივალი ჩატარდა.
დასკვნით კონცერტზე მათ წარმოადგინეს საფორტეპიანო, ვოკალური ნომრები და სხვდასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვეს.
საუკეთესო შემსრულებლები შეარჩიეს ჟიურის წევრებმა: კომპოზიტორმა რუსუდან სებისკვერაძემ, “ევროპული სკოლის“ მუსიკის პედაგოგებმა გულიკო ჯომარდიძემ, ნინო ჭალისურმა და კოორდინატორმა კატო ბაქრაძემ. კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა და მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა. 

Share on: