კლუბები
სასწავლო გარემოს გასაძლიერებლად და გასამდიდრებლად სკოლა სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობას სთავაზობს იმ მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ სიახლეების დაუფლების სურვილი. ინდივიდუალური თუ ჯგუფური სპორტის სახეობები, ცეკვები, ხელოვნების, უცხოური ენების, რობოტიქსისა და პროგრამირების წრეები – ამ კლუბებში აქტივობები განსხვავებულია მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით და დამოკიდებულია მოზარდთა ინტერესებზე. კლუბებს ხელმძღვანელობენ პროფესიონალი მწვრთნელები და პედაგოგები.
გარდა ამისა, ჩვენი მოსწავლეები მთელი წლის განმავლობაში მონაწილეობენ მოსწავლეთა თვითმმართველობისა და საზოგადოებრივი სამსახურის ღონისძიებებში.
ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ კლუბების სია.
საფეხბურთო კლუბის მწვრთნელი გახლავთ საქართველოში ცნობილი ფეხბურთელი იბრაჰიმ იდოუ. სკოლის სტადიონზე ხშირად ტარდება საფეხბურთო მატჩები. “ივერი ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი“ წარმოადგენს ყველაზე პოპულარულ ყოველწლიურ საფეხბურთო ჩემპიონატს. ტურნირი 2011 წელს დაარსდა.

კალათბურთის კლუბის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ბავშვი ჩაერთოს სპორტულ აქტივობაში, განიტვირთოს გაკვეთილების შემდეგ და გახდეს ფიზიკურად აქტიური. ჩვენთან მოსახვედრად არ არის საჭირო რაიმე გამოცდილება, ვარჯიში შეუძლიათ, როგორც მოყვარულ, ასევე გამოცდილ კალათბურთელებს. “ევროპული სკოლის“ გუნდის მწვრთნელები არიან ვაკო ადამაშვილი და შოთა ტეფნაძე. მწვრთნელები ვარჯიშის დროს იყენებენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამწვრთნელო ტაქტიკებსა და მეთოდებს მოთამაშის ასაკისა და უნარების გათვალისწინებით, ყურადღებას აქცევენ ინდივიდუალური და გუნდური თამაშის უნარების ჩამოყალიბებას, ხელს უწყობენ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას სკოლის საზოგადოებაში.
“ევროპულ სკოლას“ ჰყავს კალათბურთის გუნდი,რომელიც მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ტურნირებსა თუ ამხანაგურ შეხვედრებში.



ევროპული სკოლის ჭადრაკის კლუბის პროგრამა განკუთვნილია როგორც დამწყებთათვის, ისე გამოცდილი მოჭადრაკეებისთვის. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები ეუფლებიან ჭადრაკის ძირითად წესებსა და ტაქტიკას, სწავლობენ სტრატეგიულ აზროვნებას, ავითარებენ კრიტიკული აზროვნების, პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარებს.
კლუბი მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, ითამაშონ როგორც თანატოლებთან, ისე სხვადასხვა ტურნირსა და შეჯიბრებაში, მონაწილეობა მიიღონ საჩვენებელ თამაშებში და გამოცდილება გაიზიარონ პროფესიონალი მოჭადრაკეებისგან. სასწავლო პროცესი ხელს უწყობს კონცენტრაციის, მოთმინებისა და სპორტული ეთიკის განვითარებას მეგობრულ და მხარდამჭერ გარემოში.

გორგოლაჭებზე (როლიკებზე) სრიალის კლუბი არის ადგილი, სადაც მოსწავლეები უსაფრთხო და მხიარულ გარემოში შეისწავლიან 21-ე საუკუნის სპორტს. როლერ სპორტი უნიკალური სპორტის სახეობაა, რომელიც ავითარებს კოორდინაციას და აძლიერებს მთელ სხეულს. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, საქართველოში პირველი საერთაშორისოდ სერტიფიცირებული ტრენერი საინტერესო თამაშებსა და სახალისო ვარჯიშებს სთავაზობს მონაწილეებს. ამ კლუბში მოსწავლეები შეიძენენ ახალ მეგობრებს, დაიმუხტებიან პოზიტიური ენერგიით და დააგროვებენ აუცილებელ ცოდნას, რომ დამოუკიდებლად დაიპყრონ ქუჩები და სკეიტ პარკები.


რობოტიქსის კლასგარეშე კლუბი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოსწავლის ჩართულობას STEM საგნებში. რთული კონსტრუქციის რობოტების აწყობის, დიზაინის შექმნისა და პროგრამირების უშუალო გამოცდილება აუმჯობესებს გუნდური მუშაობისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარებს და ეხმარება ბავშვებს, გააცნობიერონ, როგორ არის ერთმანეთთან პრაქტიკულად დაკავშირებული ისეთი დისციპლინები, როგორებიცაა: მათემატიკა, ინჟინერია და კომპიუტერული მეცნიერებები. კლუბის ხელმძღვანელი, დავით ნოზაძე, ამზადებს მოსწავლეებს რობოტიქსის კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად, სადაც მათ პირდაპირი შეხება აქვთ ამაღელვებელ, შემოქმედებითსა და პრაქტიკული გამოწვევებით სავსე სამყაროსთან.

კლუბი “რობოტიკა და ინჟინერია ყოველდღიურ ცხოვრებაში“ არის სივრცე, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ შეისწავლონ რობოტიკისა და ინჟინერიის პრაქტიკული გამოყენება ყოველდღიურობაში. წევრები იმუშავებენ სხვადასხვა ფუნქციის რობოტისა თუ მოწყობილობის დიზაინის შექმნაზე, აწყობასა და დაპროგრამებაზე. მოსწავლეები შეიძენენ და გაიუმჯობესებენ კრიტიკულ, კრეატიულსა და ინოვაციურ აზროვნებას სხვადასხვა ეროვნულ თუ საერთაშორისო კონფერენციებსა და შეჯიბრებში მონაწილეობით. თუ შენ ხარ დამწყები ან უკვე გამოცდილი, ეს კლუბი გთავაზობს გარემოს, სადაც შეგიძლია განივითარო შენი უნარები, ყოველდღიურად მიიღო ინფორმაცია სხვადასხვა საინტერესო საკითხზე, იმუშავო შენს იდეებზე თანატოლებთან და მონაწილეობა მიიღო მრავალ საერთაშორისო დონის ინჟინერიის პროექტში.



ეს კურსი არა მხოლოდ 21-ე საუკუნის მნიშვნელოვან უნარებს აძლევს მოსწავლეებს, არამედ ეხმარება მათ, აღმოაჩინონ თანამედროვე და მომავლის ციფრული პროფესიის შესაძლებლობები.

ნუ გაუშვებთ შანსს! შემოგვიერთდით და ერთად გავხადოთ ქართული ენის სწავლა დაუვიწყარი თავგადასავალი!


დაარსების დღიდან(1993 წელი) UCMAS- მა ნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბავშვების გონებრივ განვითარებასა და სრულყოფილებაში მსოფლიოს 85 ქვეყანაში. UCMAS-ის პროგრამა მოიაზრებს 4-დან 14 წლამდე ბავშვებისათვის მათემატიკური და კოგნიტური უნარების განვითარების ხელშეწყობას. ეს უნიკალური პროგრამა მეცნიერულად დადასტურებული და აღიარებულია ისეთი ინსტიტუტების მიერ, როგორებიცაა სტენფორდის, ჰარვარდისა და სანდიეგოს უნივერსიტეტები.
პირველად ისტორიაში ჩვენა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ნიუ დელიში (ინდოეთი) 2024 წლის 15 დეკემბერს გამართულ მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო კონკურსში, რომელსაც მასპინძლობდა UCMAS. მსოფლიოში ყველაზე დიდ, აბაკუსზე დაფუძნებულ, გონებრივ არითმეტიკულ შეჯიბრში საქართველომ სიამაყით წარმოადგინა 7-დან 13 წლამდე ასაკის 11 ახალგაზრდა ნიჭიერი მოსწავლე, რომლებმაც იასპარეზეს 80 ქვეყნის 6000-ზე მეტ მონაწილესთან ერთად და მოიპოვეს მრავალი ჯილდო, მათ შორის ბრინჯაოს მსოფლიო თასი.
“ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა მარიამ და დავით შოშიტაშვილებმა მესამე ადგილი მოიპოვეს, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყოა.

კლუბის მიზანია, რომ მოსწავლეებმა პარალელურად მიიღონ მხარდაჭერა სასკოლო პროგრამაში და თანდათან გაიღრმავონ ცოდნა ისეთი ტიპის ამოცანებში, რომლებიც ამზადებს მათ მომავალი აკადემიურ წარმატებებისთვის.
კლუბის მასწავლებელია დავით ასპანიძე.

ES TV სასწავლო–შემოქმედებითი ლაბორატორიაა, რომელიც მოიცავს: საეთერო სტუდიას, სააპარატოსა და სამონტაჟოს, ასევე, გახმოვანების სტუდიას. აქ მოსწავლეები სწავლობენ ტელეჟურნალისტიკის, რეჟისორის, ოპერატორის ხელოვნებისა და მსახიობის ოსტატობის საფუძვლებს. ეუფლებიან სატელევიზიო და კინო ტექნიკას და ტექნოლოგიებს, პრაქტიკულად ახორციელებენ თავიანთ იდეებს: აკეთებენ ფილმებს, გადაცემებს, სიუჟეტებს. მოსწავლეები ეცნობიან ქართული და მსოფლიო კინოს შედევრებს.
ES TV–ს ბაზაზე 2011 წლის 1 ივნისიდან ჩამოყალიბდა საბავშვო კინოსტუდია და საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს პეპელა“, რომელშიც მონაწილეობენ 19 წლამდე ასაკის მოზარდები. ფესტივალის პროგრამაშია: მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი, მასტერკლასები, ვორქშოპები და დაჯილდოების საზეიმო ცერემონია. ფესტივალი ყოველწლიურია და ავლენს გამარჯვებულებს 10 ნომინაციაში. კონკურსს აფასებს კომპენტენტური ჟიური და ბავშვთა ჟიური. ES TV–ს მოსწავლეთა ნამუშევრები ხშირად იგზავნება საერთაშორისო ფესტივალებზე, საიდანაც ისინი ყოველთვის გამარჯვებულები ბრუნდებიან.

ნახატი ფილმის, თოჯინური ფილმისა და სტოპ – მოუშენის ტექნოლოგიას. მოსწავლეები ყოველი სემესტრის ბოლოს წარადგენენ მოკლემეტრაჟიან, საავტორო ანიმაციურ ფილმებს და თავიანთი ნამუშვრებით მონაწილეობას მიიღებენ ანიმაციური ფილმების ფესტივალებზე.

ქართული პალეოგრაფიისა და ეპიგრაფიკის კლუბი არის საგანმანათლებლო-სამეცნიერო მიმართულების სასკოლო კურსი, რომელიც განკუთვნილია VIII – XII კლასის მოსწავლეებისთვის და მიზნად ისახავს ქართული წერილობითი კულტურის საფუძვლიან შესწავლას. კლუბის ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან ძველ ქართულ დამწერლობებს – მრგლოვანსა და ნუსხურს, მათ წარმოშობას, სტრუქტურულ თავისებურებებსა და ისტორიულ გამოყენებას. კურსი მოიცავს ქართული ხელნაწერი წიგნის განვითარების ეტაპებს, გადამწერთა საქმიანობას, ძველ საწერ მასალებსა და ხელსაწყოებს, ასევე ხელნაწერთა მხატვრულ-დეკორატიულ თავისებურებებსა და მნიშვნელოვან ქართულ წარწერებს როგორც რბილ, ისე მაგარ მასალაზე.
კლუბის სწავლება ეფუძნება თეორიისა და პრაქტიკის მჭიდრო კავშირს და მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას შემოქმედებით და კვლევით საქმიანობაში. ისინი მუშაობენ ძველ ქართულ ტექსტებზე, ქმნიან ხელნაწერ წიგნებს, ასრულებენ მარტივ თარგმანებს და ეუფლებიან ტრადიციულ გადამწერლობით ტექნიკებს. ისტორიულად მნიშვნელოვანი ხელნაწერებისა და ეპიგრაფიკული ძეგლების შესწავლით კლუბი ხელს უწყობს ქართული კულტურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემის გაღრმავებას, კვლევითი და ანალიტიკური უნარების განვითარებას და მოსწავლეთა პროფესიულ ორიენტაციას ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებში, ამასთან ამდიდრებს სკოლის საგანმანათლებლო გარემოს.

ძერწვის პროცესი, თიხასთან ან პლასტელინთან მუშაობა, ადამიანს სიმშვიდის განცდას ანიჭებს. კერამიკის კეთების პროცესში წარმოქმნილი სტიმულაცია ხელს უწყობს აღქმების გაძლიერებას, სენსორულ სტიმულაციას.
კლუბის მუშაობისას ნამუშევრები შეიქმნება თიხასა და პლასტელინში, თიხის ყველა ნიმუში მოჭიქურდება და გამოიწვება. წელიწადში ორჯერ (სემესტრის ბოლოს) “ევროპული სკოლის“ სივრცეში მოეწყობა ჯგუფური გამოფენები, სადაც მოწვეულები იქნებიან ცნობილი ქართველი მხატვრები.
კურსს გაუძღვება მხატვარი და კერამიკოსი გიორგი ტაბლიაშვილი – მრავალი საერთაშორისო სამხატვრო გამოფენის მონაწილე და ასევე არაერთი საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორი.


თექის კლუბი მიზნად ისახავს მოსწავლეებში განავითაროს ფანტაზია, წარმოსახვის უნარი, მხატვრული აზროვნება, კომპოზიციის შეგრძნება, წვრილი მოტორიკა და სხვ.
კლუბში გაწევრიანებული მოსწავლეები სწავლობენ თექის ხელნაკეთი ნამუშევრების დამზადებას. ქართული მატყლის გამოყენებით ქმნიან ქსოვილებს, თოჯინებს, მძივებს, ოსტატდებიან ქართული ხალხური რეწვის ნიმუშების შექმნაში. კლუბის წევრები მართავენ სააღდგომო, საშობაო და შემაჯამებელ გამოფენებს, მონაწილეობას იღებენ ფესტივალებში, ატარებენ ვორქშოფებს და აქტიურად არიან ჩართულნი სასკოლო ღონისძიებებში.
თექის კლუბის უმთავრესი დანიშნულებაა, მოზარდებმა შეიყვარონ ხელოვნება და ხელსაქმე.


კომენტატორების კლუბი მიზნად ისახავს, პირველ რიგში, ამ პროფესიის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში. დღეს უაღრესად აქტუალურია სპორტი საქართველოში და შესაბამისად დაინტერესებაც ძალიან დიდია კონკრეტულად ამ სფეროს მიმართ.
კომენტატორების კლუბის საქმიანობა გარკვეულწილად ატარებს თერაპიულ ხასიათს. კომენტატორობა ბევრი ახალგაზრისთვის საოცნებო საქმიანობაა და მათ ეს პროცესი უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებთ. პრაქტიკული დავალებები თითოეულ მონაწილეს საშუალებას მისცემს, თავისი ორატორული ნიჭი დახვეწოს, ასევე საჯარო გამოსვლის გამოცდილება მიიღოს და სამომავლოდ უფრო მარტივად შეხვდეს ამ ტიპის გამოწვევებს.
ბევრის ოცნებაა გახდეს კომენტატორი, ეს კლუბი კი ამ ოცნების ახდენისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმაში ყველა მსურველს დაეხმარება.
სიგნალი მოდის, მიკროფონი ჩართულია, ეთერში ვართ!

კლუბის ხელმძღვანელი და პედაგოგი: მომღერალი და მუსიკოსი ქეთი მერკვილაძე

პოპულარული სიმღერის კლუბში “მუსიკა და ვოკალი “POP MUSIC“ მოსწავლეები შეისწავლიან ყველა დროის ქართულ და უცხოურ პოპ-ჯაზ სიმღერებს. სიმღერების სწავლის დაწყებამდე ვოკალის პედაგოგი ასწავლის მოსწავლეებს, თუ როგორ უნდა იმღერონ ვოკალიზების (გასამღერებელი, ხმის დასამუშავებელი, სმენის, რითმის გრძნობის გასაუმჯობესებელი სავარჯიშოები) საშუალებით ყოველ გაკვეთილზე. მათთვის შესაფერისი სიმღერები შეირჩევა და დამუშავდება ინდივიდუალურად. სიმღერები შესრულდება როგორც ფორტეპიანოს აკომპანიმენტით, ასევე ფონოგრამების თანხლებით. ვოკალის პედაგოგი არის გამოცდილი, პროფესიონალი მომღერალი მანანა კიკილაშვილი.


თანამედროვე და მსოფლიო ხალხთა ცეკვების“ კლუბი აერთიანებს ჰიპ-ჰოპს, თანამედროვე ქორეოგრაფიასა და მსოფლიოს ხალხთა ცეკვებს. მოსწავლეები განივითარებენ შემოქმედებით, ფიზიკურ და სცენურ უნარებს, მონაწილეობას მიიღებენ ევროპული სკოლის კონცერტებსა და საერთაშორისო ფესტივალებში.
თემურ ქამხაძე — კლუბის ხელმძღვანელი პედაგოგი და დამდგმელი ქორეოგრაფი
მსახიობი, ქორეოგრაფი და პედაგოგი, მრავალწლიანი სასცენო და პედაგოგიური გამოცდილებით. მისი შემოქმედებითი ხედვა აერთიანებს თანამედროვე ცეკვის, ჰიპ-ჰოპისა და მსოფლიო ხალხთა ცეკვების მრავალფეროვან მიმართულებებს.

სწავლების პროცესში ხდება ფორმალური დებატების ტექნიკის სწავლება და სახალისო აქტივობებით ისეთი უნარების განვითარება, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, პრეზენტაციების მომზადება, დროის მართვა, გუნდურობა, მოკვლევის წარმოება, ოპონენტის პატივისცემა, ყველაფერი, რაც ორატორობასთანაა დაკავშირებული და აკადემიურ სწავლებაში უწყობს მოსწავლეებს ხელს.
სასწავლო კურსის სრულფასოვნად გავლის შემდეგ მოსწავლეები მიიღებენ საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სერთიფიკატს. გარდა ამისა, დებატების კლუბის წევრებს შესაძლებლობა ეძლევათ ჩაერთონ დებატებისა და განათლების ინსტიტუტის სხვადასხვა ნაციონალურ თუ საერთაშორისო აქტივობაში.
დებატების კლუბი ჩამოყალიბებულია საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ასოციაციის (IDEA) წევრი ორგანიზაციის, დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ.

ჩინური ენის კლუბში მოსწავლეები ჩინური ენის საფუძვლებს დაეუფლებიან, ამავდროულად განივითარებენ სმენის, მეტყველების, კითხვის და წერის უნარ-ჩვევებს. ჩინური ენის კლუბის მასწავლებელია მაირუი ჯიქენი, რომელიც შეეცდება, მოსწავლეები ჩინური კულტურითა და ისტორიით დააინტერესოს.

ბავშვებისთვის უცხო ენის გაგებისა და საუბრის პროცესი უნდა იყოს სახალისო. ჩვენ ვიყენებთ როგორც იტალიური ენის შესასწავლ სხვადასხვა საბავშვო სახელმძღვანელოს, ასევე ვიდეო-აუდიო მასალას, სიმღერებს, თამაშებს, სახალისო აქტივობებს, რაც ხელს უწყობს იტალიური ენის ათვისებას ბუნებრივად, თამაშის გზით.
უცხოელი ანუ არა იტალიელი ბავშვებისთვის შექმნილი ეს პროგრამა მოსწავლეს აძლევს მეტ სტიმულსა და მოტოვაციას და ასევე შეგრძნებას, რომ იტალიური ენა განიხილოს, როგორც სასარგებლო ინსტრუმენტი სხვა ბავშვებთან სათამაშოდ და საკომუნიკაციოდ.

“კორეული ენა და კულტურა“ ყოვლისმომცველი საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა მოსწავლეებში გლობალური უნარ-ჩვევების განვითარებას. პროგრამა მიმდინარეობს სამხრეთკორეელი იურისტის პირდაპირი ხელმძღვანელობით, რომელიც წარსულში კორეის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა.
საერთაშორისო ორგანიზაციებსა (მათ შორის, გაეროში) და გლობალურ კონფერენციებში ინსტრუქტორის მრავალმხრივი გამოცდილებიდან გამომდინარე, მოსწავლეებს ფასდაუდებელ მენტორობას ვთავაზობთ. სწორედ ეს უნიკალური პერსპექტივა უდევს საფუძვლად ჩვენს დაბალანსებულ (50:50) სასწავლო გეგმას, რომელიც თანაბრად მოიცავს როგორც ენის შესწავლას, ისე კულტურულ განათლებას. ყოველივე ეს კი ეხმარება ახალგაზრდებს, გაცდნენ ენის მარტივად შესწავლის ფარგლებს და ფართო, საერთაშორისო აზროვნება განივითარონ.
ამ პროგრამაში ენის შესწავლა მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ჩვენი კურსი გაცილებით სცილდება ძირითადი ფრაზების სწავლებას და მოსწავლეებს კულტურაში სიღრმისეულად ჩაფლობის შესაძლებლობას სთავაზობს. კორეის მდიდარი მემკვიდრეობისა და თანამედროვე მიღწევების შესწავლით — უძველესი ისტორიიდან დაწყებული, ისეთი გლობალური ფენომენებით დამთავრებული, როგორებიცაა K-pop-ი და K-დრამები — პროგრამა ხელს უწყობს გლობალური მოქალაქის ცნობიერების, ღია აზროვნებისა და კულტურათშორისი კომუნიკაციის უნარების ჩამოყალიბებას, რაც ასე აუცილებელია დღევანდელ, მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში წარმატების მისაღწევად.

კლუბის მიზანია ბავშვებს შევაყვაროთ წიგნები და მათი წაკითხვით მიღებული გამოცდილება, ამავე დროს იგი ეხმარება მოზარდებში ფანტაზიის, წარმოსახვის, ჯანსაღი აზროვნებისა და ემპათიის გრძნობის განვითარებას, რაც მნიშვნელოვანია სოციუმში უკეთ და მარტივად ადაპტირებისთვის.
კლუბს ხელმძღვანელობს მარიამ სარდანაშვილი- სოხუმის თეატრის მსახიობი, სიცილით თერაპიის არტ-თერაპევტი.

კლუბის შესახებ: კლუბი “მეტყველება და კომუნიკაცია“ განკუთვნილია III–V კლასის მოსწავლეებისთვის და მიზნად ისახავს ბავშვებში სწორი, გამართული და თავდაჯერებული მეტყველების უნარების განვითარებას.
კლუბის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან მეტყველების საბაზისო ტექნიკებს, განავითარებენ სწორ სუნთქვასა და ინტონაციას, შეისწავლიან აქტიურ მოსმენასა და საკუთარი აზრის ლოგიკურად ჩამოყალიბებას. ისწავლიან ქართული ასობგერების ტექნიკურად გამართულად წარმოთქმას. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს უსაფრთხო, მხარდამჭერ და მოტივირებულ გარემოში, რაც ხელს უწყობს ბავშვის თვითდაჯერებულობის ზრდას როგორც სკოლაში, ისე ყოველდღიურ კომუნიკაციაში.
ვისთვის არის კურსი განკუთვნილი? კურსი განსაკუთრებით რეკომენდებულია იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ:
- არტიკულაციისა და ინტონაციის მართვის სირთულეები;
- ასობგერების არასწორად წარმოთქმის ჩვევა;
- მეტყველების დროს არასწორი სუნთქვა ან სწრაფად საუბრის ჩვევა;
- აზრის მკაფიოდ და თანმიმდევრულად გადმოცემის ბარიერი.
ასაკის შესაბამისი, პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით, პროგრამა ეხმარება მოსწავლეებს ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში, დიქციის გაუმჯობესებასა და ტექნიკურად გამართულად საუბარში.


თქვენს შვილს უყვარს ისტორიების გამოგონება, წიგნების კითხვა ან საკუთარი იდეებით რვეულების შევსება?
“სიტყვების მაგია“ სწორედ ის ადგილია, სადაც მათი ფანტაზია ცოცხლდება!
წერის ძლიერი უნარები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საჩუქარია, რომელიც შეგვიძლია ჩვენს შვილებს ვაჩუქოთ. ის ავითარებს თავდაჯერებულობას, აძლიერებს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას და უხსნის მრავალ შესაძლებლობას როგორც სკოლაში, ისე მომავალ ცხოვრებაში.
წერა ბავშვებს ეხმარება აზრების დალაგებაში, ემოციების გამოხატვასა და საკუთარი, უნიკალური ხმის აღმოჩენაში.
ამ კლუბში თქვენი შვილი მხოლოდ წერას კი არ ისწავლის, არამედ თამაშების, როლური აქტივობების, შემოქმედებითი გამოწვევებისა და სახალისო ჯგუფური დავალებების მეშვეობით წერა ნამდვილად შეუყვარდება.
პირველ სემესტრში მოსწავლეები პოეზიის სამყაროში იმოგზაურებენ. ისინი აღმოაჩენენ, როგორ შეუძლია სიტყვებს შექმნას ცოცხალი სურათები, გადმოსცეს ემოციები და ისტორიები სრულიად ახალი და შთამბეჭდავი გზით მოჰყვეს.
მეორე სემესტრში ისინი ახალგაზრდა ავტორებად გადაიქცევიან — შექმნიან საინტერესო პერსონაჟებს, ააგებენ მომხიბვლელ სიუჟეტებს და დაწერენ საკუთარ, ორიგინალურ მოთხრობებს.
და ყველაზე სასიამოვნო ნაწილი? სასწავლო წლის ბოლოს კლუბის ყველა მონაწილე ერთად გამოსცემს საერთო წიგნს, რომელშიც შევა მათი ლექსები და მოთხრობები. ეს იქნება განსაკუთრებული სამახსოვრო გამოცემა, რომელიც თითოეული მოსწავლის შემოქმედებითობასა და ზრდას ასახავს.
ეს კლუბი იდეალურია ნებისმიერი ბავშვისთვის, რომელსაც უყვარს კითხვა, წარმოსახვა, შემოქმედება, საკუთარი იდეების გაზიარება და სურს უკეთ გამოხატოს საკუთარი თავი.
მიეცით თქვენს შვილს შესაძლებლობა, აღმოაჩინოს საკუთარი სიტყვების ნამდვილი მაგია!

ფოტოგრაფიის კლუბი III–V კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, აღმოაჩინონ ფოტოგრაფიის სამყარო და განივითარონ შემოქმედებითი ხედვა. კლუბის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან კამერის სწორად გამოყენებას, ფოტოგრაფიის ძირითად ტექნიკას და კომპოზიციის პრინციპებს.
პრაქტიკული აქტივობების საშუალებით მოსწავლეები ისწავლიან, როგორ გადმოსცენ იდეები, ემოციები და ისტორიები ფოტოების მეშვეობით, განივითარებენ დაკვირვების, შემოქმედებითი აზროვნებისა და ვიზუალური აღქმის უნარებს.
ფოტოგრაფია მათთვის გახდება საკუთარი სამყაროს აღმოჩენის, მრავალფეროვნების დანახვისა და სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების შემოქმედებითად აღბეჭდვის საშუალება.


კლუბის საქმიანობა მოიცავს კომიქსურ სწავლებას, დისკუსიებს, დებატებს, ეკონომიკურ სიმულაციებს, შემთხვევების (case studies) ანალიზს, გუნდურ პროექტებსა და პრაქტიკულ აქტივობებს. პროგრამა ხელს უწყობს ფინანსური წიგნიერების, კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, თანამშრომლობისა და პასუხისმგებლიანი ლიდერობის უნარების განვითარებას.
კლუბის მიზანია აღზარდოს ახალგაზრდები, რომლებიც არა მხოლოდ ეკონომიკური პროცესების გაგებას შეძლებენ, არამედ საკუთარი გადაწყვეტილებების ეთიკური შედეგების გააზრებასაც — ადამიანები, რომლებიც წარმატებას პასუხისმგებლობასთან და ღირებულებებთან აკავშირებენ

“საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ არის პრაქტიკაზე დაფუძნებული კლუბი, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება აუდიტორიის წინაშე თავდაჯერებულად, დამაჯერებლად და ეფექტურად საუბარში.
კლუბის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან საჯარო გამოსვლის ძირითად პრინციპებს: სხეულის ენას, ხმის მართვას, არტიკულაციას, ინტონაციას, ფსიქოლოგიურ და სტრატეგიულ პაუზას, ქართული ასობგერების ტექნიკურად გამართულად წარმოთქმას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აუდიტორიის ყურადღების მოპოვებისა და შენარჩუნების ტექნიკებს, სხვადასხვა ტიპის მსმენელთან ურთიერთობას და იმ სტრატეგიებს, რომლებიც ეფექტურია მაშინაც კი, როდესაც აუდიტორია ნაკლებ ინტერესს ავლენს.
მოსწავლეები პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით ისწავლიან, როგორ მოიპოვონ ნდობა და ავტორიტეტი, როგორ დაამყარონ ემოციური კავშირი მსმენელთან, როგორ გამოიყენონ ფაქტები და არგუმენტები დამაჯერებელი კომუნიკაციისთვის და როგორ წარმოადგინონ საკუთარი სათქმელი მკაფიოდ, სტრუქტურირებულად და ეფექტურად.
კლუბის მიზანია, მოსწავლეებმა განივითარონ საჯარო გამოსვლისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარები, რომლებიც მათ დაეხმარება როგორც სასწავლო პროცესში, ისე მომავალ პროფესიულ და ყოველდღიურ ცხოვრებაში.

შეხვედრები აგებულია დისკუსიებზე, დებატებზე, გონებრივ იერიშებსა და ტექსტების ანალიზზე, რაც მოსწავლეებს დაეხმარება საკუთარი მოსაზრებების დასაბუთებაში, არგუმენტირებულ მსჯელობასა და განსხვავებული შეხედულებების პატივისცემაში.
კლუბი ხელს უწყობს არა მხოლოდ ფილოსოფიური ცოდნის მიღებას, არამედ ისტორიის, ლიტერატურის, სამოქალაქო განათლებისა და სხვა საგნებში მიღებული ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირებას. პროგრამა მოიცავს პლატონის, დეკარტის, ჰობსის, მაკიაველის, ნიცშეს, სარტრის, მარქსის, რუსოს, კამიუსა და სხვა მოაზროვნეთა იდეების გაცნობას მოსწავლეთა ასაკისთვის ადაპტირებული ფორმით.
ფილოსოფოსთა კლუბი არის სივრცე ცნობისმოყვარე, მოაზროვნე და აქტიური ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ცდილობენ უკეთ გაიგონ საკუთარი თავი, საზოგადოება და მათ გარშემო არსებული სამყარო.

LEGO ინჟინერიის კლუბი არის პრაქტიკულ საქმიანობაზე დაფუძნებული პროგრამა, სადაც მოსწავლეები LEGO-სა და LEGO SPIKE-ის რობოტების გამოყენებით ქმნიან, აწყობენ და აპროგრამებენ სხვადასხვა საინჟინრო პროექტს. საინტერესო საინჟინრო გამოწვევების საშუალებით ისინი შეისწავლიან მექანიკას, რობოტიკას, პროგრამირებასა და პრობლემების გადაჭრის მეთოდებს, ხოლო საკუთარ იდეებს რეალურ პროექტებად აქცევენ.
მოსწავლეები შეასრულებენ მრავალფეროვან საინჟინრო დავალებებს და იმუშავებენ საერთაშორისო რობოტიკის შეჯიბრებების შთაგონებით შექმნილ გამოწვევებზე, სადაც მიღებულ ცოდნას რეალურ სიტუაციებში გამოიყენებენ და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს შეიმუშავებენ.
კლუბი ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, შემოქმედებითობას, გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარებს, საინჟინრო დიზაინის, პროგრამირების, ლოგიკური მსჯელობის, ინოვაციური აზროვნების, პროექტების მართვისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარებს. პროგრამა ხელს უწყობს ცნობისმოყვარეობის, ექსპერიმენტირების, დამოუკიდებელი აზროვნებისა და თავდაჯერებულობის განვითარებას პრაქტიკულ, გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლების გზით.

ასტრონომიისა და ასტროფიზიკის კლუბი მოგესალმებათ!
კლუბს გაუძღვება ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის (IOAA) საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, ნიკოლოზ ცქიტიშვილი.
შემოგვიერთდით, თუ გსურთ ამოხსნათ საინტერესო ამოცანები შავი ხვრელების შესახებ, გამოთვალოთ სამყაროს ასაკი, გააანალიზოთ ვარსკვლავთა სპექტრები, განსაზღვროთ ღამის ცაზე ნებისმიერი ვარსკვლავის ამოსვლისა და ჩასვლის დრო და გააოცოთ მეგობრები თანავარსკვლავედების ცოდნით.
კლუბში ასევე გექნებათ შესაძლებლობა, მოემზადოთ საქართველოს ეროვნული ნაკრების შესარჩევი წერისთვის და, წარმატების შემთხვევაში, წარმოადგინოთ საქართველო საერთაშორისო ოლიმპიადაზე, რომელშიც ყოველწლიურად 60-ზე მეტი ქვეყნის მოსწავლეები მონაწილეობენ.
თუ გსურთ საერთაშორისო ოლიმპიადისთვის მომზადება ან უბრალოდ სამყაროს უკეთ შემეცნება, შემოგვიერთდით!


ფარიკაობის კლუბის მიზანია, მოსწავლეებს მხიარულ გარემოში ერთდროულად განუვითაროს, როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი შესაძლებლობები. ვარჯიშის დროს მოსწავლეები სწრაფი რეაგირებითა და სტრატეგიული სვლებით ეჯიბრებიან ერთმანეთს, რაც სწრაფი აზროვნების ჩამოყალიბებაში, პრობლემის გადაწყვეტისა და კონცენტრაციის უნარის გამომუშავებაში ეხმარება. ჩვენი სასწავლო პროგრამა შექმნილია ისე, რომ ბავშვებმა ერთდროულად შეძლონ განტვირთვაც, ცხოვრებისეული უნარ–ჩვევების გამომუშავება და სხეულის გაჯანსაღება. კლუბი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, დაეუფლონ ფარიკაობას ისე, რომ შეძლონ როგორც საქალაქო, ასევე საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა. ფარიკაობის კლუბი ელოდება მოსწავლეებს, რომლებიც ახალ და საინტერესო გამოწვევებს ეძებენ.

ფრენბურთი, როგორც ყველა გუნდური სპორტი, არა მარტო ბურთთან ურთიერთიბას გულისხმობს, არამედ ურთიერთობას გუნდის წევრებთან. გარდა ფიზიკური მზაობისა ამ სპორტში საჭიროა თანაგუნდელების ნდობა და პატივისცემა. ეს სპორტი გაძლევს საშუალებას ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად იყო იმ პატარა ,,ოჯახის” ნაწილი, რომელსაც ჰქვია გუნდი და გუნდთან ერთად გამოსცადო დიდი გამარჯვებების და ზოგჯერ არანაკლებ დიადი დამარცხებების გემო.
“ევროპული სკოლის“ ფრენბურთის კლუბში მოსწავლეებს ვუნერგავთ პოზიტიურ ღირებულებებს კონკურენტულ გარემოში, ვეხმარებით ხასიათის წვრთნაში და ლიდერული უნარების ჩამოყალიბებაში.
