კონკურსი Meliora-ს დაჯილდოების ცერემონიალი
“ევროპული სკოლა“, პროექტით “მწვანე წელი“, “საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი – Meliora 2024”-ის ფინალისტი გახდა კატეგორიაში “მწვანე ინიციატივა“!
კონკურსი Meliora, რომელსაც ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ატარებს ყოველწლიურად საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კომპანიებს აჯილდოებს ისეთი ინიციატივებისა და პროექტებისთვის, რომლებსაც საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებაში შეაქვთ წვლილი.
“ევროპულ სკოლაში“ ვაცნობიერებთ, რომ მწვანე მიდგომების დანერგვა უწყვეტი პროცესია და ვაგრძელებთ მთელი რიგი პროცესების გარდაქმნას ყოველდღიურობაში, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ პლანეტისა და მისი მაცხოვრებლების უკეთესი მომავალის შენებაში!