კურსდამთავრებულთა შეხვედრა

27 დეკემბერს ”ევროპულ სკოლაში” კურსდამთავრებულთა შეხვედრა გაიმართა. წელს, ამ ღონისძიების დამახასიათებელი ტრადიციული აქტივობების გარდა, შედგა ინფორმაციული შეხვედრა მაღალი კლასის მოსწავლეებთან, სადაც კურსდამთავრებულებმა თავიანთი ცხოვრებისეული გამოცდილებით და მიღწევებით მოტივაცია აუმაღლეს სკოლის მოსწავლეებს. შეხვედრის მონაწილეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა კურსდამთავრებულთა ყოველდღიური ყოფის, გამოწვევებისა და წარმატების მიღწევის გზების გაცნობა. უფროსმა მეგობრებმა დახმარება აღუთქვეს მოსწავლეებს საუნივერსიტეტო მზადების გამოწვევების დასაძლევად და სკოლასთან თანამშრომლობის გაღრმავების მზაობაც გამოთქვეს. საღამოს საზეიმო შეხვედრა გაგრძელდა სადღესასწაულოდ მორთულ გარემოში, სადაც მეგობრული ღიმილით ხვდებოდა თითოეული დამხვედრი უკვე სტუმრად მოსულ კურსდამთავრებულებს. მასწავლებლებისა და ხელმძღვანელების თბილმა მიმართვებმა, ყოფილი თანაკლასელების, მონატრებული დამრიგებლების ნახვამ, ლამაზი მოგონებების გაზიარებამ ამ საღამოს დაუვიწყარი ელფერი შესძინა.

Share on: