ლაშა შავდათუაშვილი ევროპულ სკოლას სტუმრობდა

ევროპულ სკოლას ძიუდოში ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი სტუმრობდა. ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრაზე თავის განვლილ გზაზე ისაუბრა, ლონდონის ოლიმპიური თამაშები გაიხსენა და ევროპული სკოლის ბავშვებს, რომელთა დიდი ნაწილიც სპორტის სხვადასხვა სახეობით გახლავთ დაკავებული, მნიშვნელოვანი რჩევა-დარიგებები მისცა.

ევროპულ სკოლას ოლიმპიურ ჩემპიონთან ერთად ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დიქტორი გიორგი ჭანიშვილი ეწვია, რომელიც 10 წელზე მეტია ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ ორგანიზებული ყველა მნიშვნელოვანი ტურნირის წამყვანი და ქართველი ძიუდოისტების გამარჯვებების თანამონაწილეა. გიორგი ჭანიშვილმა ქართველი ძიუდოისტების მიერ ჩატარებული ყველაზე ემოციური მომენტები და ტატამს მიღმა მომხდარი საინტერესო ამბები გაიხსენა. შეხვედრა ტრადიციულად სამახსოვრო ფოტოებით და ოლიმპიური ჩემპიონის ავტოგრაფებით დასრულდა.

Share on: