ლუკა ფარჯანაძე John Locke Institute-ის ესეების კონკურსის ფინალისტი გახდა

მე-10 კლასის მოსწავლე, ლუკა ფარჯანაძე John Locke Institute-ის ესეების გლობალური კონკურსის ფინალისტია.
John Locke Institute-ის ესეების გლობალური კონკურსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბური აკადემიური შეჯიბრია მოსწავლეებისთვის, რომელსაც ოქსფორდისა და პრინსტონის პროფესორები ხელმძღვანელობენ.
წელს კონკურსში 100 000-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა მთელი მსოფლიოდან. ის ამოწმებს არა უბრალოდ ცოდნას, არამედ ღრმა, კრიტიკულ აზროვნებას, არგუმენტაციის ხელოვნებასა და დამოუკიდებელი კვლევის უნარს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა პოლიტიკა, ეკონომიკა და ფილოსოფია.
მრავალეტაპიანი აკადემიური შეფასებისა და უმკაცრესი საერთაშორისო ფილტრის შედეგად, მონაწილეთა მხოლოდ 17.5% გახდა ფინალისტი (Shortlist).

Share on: