მედეგობა დეზინფორმაციის წინააღმდეგ

“სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველომ” საგანმანთლებლო დაწესებულებებისთვის ახალ პროექტი «მედეგობა დეზინფორმაციის წინააღმდეგ» დაიწყო.
პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ევროპულ სკოლაში გაიმართა. შეხვედრას მე-8, მე-9 და მე-10 კლასის 40 მდე მოსწავლე დაესწრო. ახალგაზრდებთან შეხვედრას “სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ერეკლე შუბითიძე გაუძღვა.
პროექტის მიზანია მოსწავლეების მედიაწიგნიერების ხარისხის ზრდა, რაც მათ საშუალებას მისცემს, ცხოვრების მომდევნო და კიდევ უფრო მნიშვნელოვან ეტაპებზე, ადვილად გაუმკლავდნენ დეზინფორმაციულ და მიზანმიმართულად დამახინჯებულ ინფორმაციას. ასევე, სტრატეგიული კომუნიკაციების ეფექტიანი გამოყენებით, ხელი შეეწყოს მედეგი საზოგადოების ჩამოყალიბებას, რაც არსებით როლს თამაშობს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში გაწევრიანების გზაზე.

Share on: