ნახატების გამოფენა-ქალაქები

“ევროპულ სკოლაში” III კლასის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელიც მსოფლიო ქალაქებს მიეძღვნა. ხელოვნების გაკვეთილებზე, მოსწავლეები  ხელოვნების მასწავლებელთან მარიკა ბოცვაძესთან ერთად გაეცნენ მსოფლიოს ცნობილ ქალაქებს, მოიძიეს ინფორმაციები მათ ღირშესანიშნაობებზე და მრავალფეროვანი მასალისა და ტექნიკის გამოყენებით  შექმნეს ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, სადაც ძირითადი აქცენტი  დეკორატიულობაზე და ორნამენტზე გაკეთდა.
Share on: