ნიკოლოზ ცქიტიშვილმა “ევროპული სკოლის“ კალათბურთის გუნდს გამოცდილება გაუზიარა

8 აპრილს, “ევროპული სკოლას“ ესტუმრა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და ვეტერანი კალათბურთელი ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რომელმაც “ევროპული სკოლის“ კალათბურთის გუნდის მოთამაშეებს საკალათბურთო მასტერკლასი ჩაუტარა და გამოცდილება გაუზიარა. ცქიტიშვილმა, რომელსაც NBA-ში აქვს ნათამაშები და წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად ითვლებოდა, ამასთან ეროვნულ გუნდთან ერთად ორ ევროპის ჩემპიონატზეც (2011; 2013) აქვს ნათამაშები, ჩვენი გუნდის მოთამაშეებს არაერთი მნიშვნელოვანი საკალათბურთო დეტალი აუხსნა და მათთვის აუცილებელი რჩევა-დარიგებები მისცა. ვარჯიშის ბოლოს სტუმარმა მოთამაშეების შეკითხვებს უპასუხა, NBA-ში და საქართველოს ნაკრებში თამაშის დრო გაიხსენდა და ჩვენი საკალათბურთო გუნდი თავის აკადემიაში ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად მიიწვია.

Share on: