ნინო ბაციაშვილის მასტერკლასი ევროპული სკოლის მოჭადრაკეებისთვის

ევროპულ სკოლას საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ნინო ბაციაშვილი სტუმრობდა, რომელმაც სკოლის მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხა და ჭადრაკი ეთამაშა. ნინო ბაციაშვილი 14 წელია, რაც საქართველოს ნაკრების მოთამაშეა და არაერთი ტიტული აქვს მოპოვებული როგორც გუნდურ, ასევე ინდივიდუალურ შეჯიბრებებში. სტუმარი ბავშვებს იმ გამოცდილებაზე ესაუბრა, რომელიც წლების განმავლობაში უმაღლესი რანგის ტურნირებზე დაუგროვდა. ამასთან, მოსწავლეებს რომლებიც თავის მხრივ სხვადასხვა სპორტის სახეობაში ასპარეზობენ, მნიშვნელოვანი რჩევა-დარიგებები მისცა, გამარჯვების მოსაპოვებლად კი მთავარ ფორმულად დაუღალავი, ინტენსიური შრომა დაასახელა. კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართული შეხვედრის შემდეგ ნაკრების მოთამაშე ევროპული სკოლის მოსწავლეებს ჭადრაკს ეთამაშა და თეორიული და პრაქტიკული ცოდნა გაუზიარა.

Share on: