პერსონაკური პროექტების წარდგენა

“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის მე-11 კლასის მოსწვლეებმა სკოლის ბიბიოთეკაში წარმოადგინეს მათ მიერ მომზადებული პროექტების გამოფენა/პრეზენტაცია. პროექტის ამ ფორმატით მომზადება ეფუძნება პროექტული სწავლების საერთაშორისო გამოცდილებას, რაც პირველად იყო გაზიარებული ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. პროექტის მიზანია მოსწავლეთა პერსონალური უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა. ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა. მოსწავლეებმა საინტერესო გამოცდილება გაუზიარეს სასკოლო საზოგადოებას.
პროექტების თემატიკა მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა: ჰეროიზმი პათეტიკიდან რეალობამდე; გრაფიკული ხატვა; ჰიდროპონიკური სისტემა ,,ნერო“; როგორ იქმნება იდეალური გმირი? განსხვავებული იყო პროექტების მიზნებიც: ახალგაზრდებში ინტერესის გაღვივება უნიკალური ქართული კულტურისა და ტრადიციების მიმართ; ნახატის შექმნა ვირტუალურად კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით; ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გაანალიზება და სხვ. თვალსაჩინოებისთვის მოსწავლეებმა გამოფინეს პერსონალური პროექტის ფარგლებში შექმნილი სამოსი, გრაფიკული ნახატები, ფოტოკოლაჟები, კერამიკული ჭურჭელი, პანო და მოაწყვეს ტკბილეულის დეგუსტაცია.
Share on: