პერსონალური გამოფენა
20 მარტს “ევროპული სკოლის“ მოსწავლის, ანნა ვადაჭკორიას, ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ანნას მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი ნახატები. გამოფენამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სკოლის მიერ მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე განსაკუთრებული ყურადღება, რაც მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების აღმოჩენასა და ხელოვნებისადმი ინტერესის გაღრმავებას უწყობს ხელს . ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის წარმომადგენლები, მოსწავლეები და მშობლები, რომლებმაც მაღალი შეფასება მისცეს ანნას ნამუშევრებსა და მის შემოქმედებით პოტენციალს.