პერსონალური პროექტების გამოფენა

27 მაისს ევროპული სკოლის ქართული პროგრამის საშუალო საფეხურზე პროექტების გამოფენა გაიმართა, სადაც მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა ინდივიდუალური და ჯგუფური პროექტები წარადგინეს. პროექტზე მუშაობის ფარგლებში მოსწავლეებმა საკუთარი ინტერესებისა და გლობალური კონტექსტების გათვალისწინებით შეარჩიეს თემები, დაგეგმეს და განახორციელეს ხანგრძლივი კვლევითი პროცესი, სისტემატურად აწარმოეს პროექტის პორტფოლიო და პროცესის ჟურნალი, აქტიურად ითანამშრომლეს მენტორებთან, მოიძიეს და გააანალიზეს სხვადასხვა წყაროები, განივითარეს კვლევითი, კომუნიკაციის, ციფრული და გლობალური კომპეტენციები და შექმნეს პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული საბოლოო პროდუქტები. გამოფენაზე წარმოდგენილი 34 პროექტი ნათლად წარმოაჩენდა მოსწავლეთა ინტერესებს, შემოქმედებით მიდგომებს, დამოუკიდებელი სწავლის უნარებსა და ხანგრძლივი შრომის შედეგად მიღწეულ შედეგებს.

Share on: