პირველი დღე “ევროპულ სკოლაში“
9 სექტემბერს ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად სიხარულით შეხვდა “ევროპული სკოლა“ მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს.
სიამაყით გვინდა გაცნობოთ, რომ სკოლამ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ახალი სასწავლო წელი სასიამოვნო სიახლით დაიწყო. “ევროპული სკოლა“ (CIS) საერთაშორისო სკოლების საბჭოს პირველი აკრედიტებული სკოლა გახდა საქართველოში.
წელს “ევროპული სკოლის“ კარი კიდევ უფრო მეტმა 900-მდე მოსწავლემ შეაღო, რომელთაც განახლებული საკლასო ოთახები, ლაბორატორიები და ყველა პირობა დახვდათ სრულფასოვანი განათლების მისაღებათ. სკოლას შეემატა საერთაშორისოდ აღიარებული პედაგოგთა გუნდი.
2019-2020 სასწავლო წელი ახალი გამოწვევებითა და შესაძლებლობებით იქნება სავსე. გპირდებით საინტერესო, მრავალფეროვან და სიახლეებით სავსე წელს. გისურვებთ წარმატებას! გილოცავთ!