რობოტების შეჯიბრი FabLab-ში

16 დეკემბერს “ევროპული სკოლის“ ფაბლაბში მეორედ ჩატარდა რობოტების შეჯიბრი სუმოში – “Sumo Bot Challenge”, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ “ევროპული სკოლის“ მე-6 კლასის მოსწავლეები. კონკურსის ფარგლებში მოეწყო რამდენიმე არენა, რომელთა
გამარჯვებულებიც ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. დაძაბული კონკურენციის პირობებში, ყველაზე კარგად დაპროგრამებულმა რობოტმა მოიგო კონკურსი და გადაეცა წლის SumoBot-ის წოდება.

გამოვლინდნენ სხვა ნომინაციის გამარჯვებული მონაწილეებიც: ყველაზე ლამაზი, ყველაზე სწრაფი და ყველაზე ორიგინალური. გამარჯვებულ მოსწავლეებს სკოლის დირექციამ სიგელები გადასცათ. ასევე წლევანდელი შეჯიბრის გამარჯვებული მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ რობოტიკის 14 საერთაშორისო შეჯიბრში, რომელიც 8-9-10 აპრილსთურქეთში ქალაქ სანლიურფაში ჩატრდება.

მომავალში რობოტების შეჯიბრი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და არამხოლოდ ჩვენი სკოლის მოსწავლეები, არამედ თბილისის სხვა სკოლების მე-6 კლასელებიც მიიღებენ მონაწილეობას.

Share on: