სააღდგომო გამოფენა

სააღდგომო განწყობის შესაქმნელად, “ევროპულ სკოლაში“ თექის ხელნაკეთი სააღდგომო ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. მოსწავლეებმა სააღდგომო გამოფენისთვის მზადება რამდენიმე თვით ადრე დაიწყეს და ქართული ორნამენტით, ანგელოზებითა და ყვავილებით მოქარგული ხალხური რეწვის ნიმუშები გამოჰფინეს, თანატოლებისთვის ჩაატარეს მასტერკლასი და აჩვენეს მატყლის მოთელვის ხელოვნება.

1-3 კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს სააღდგომო თემაზე შექმნილი ნახატებისა და კოლაჟების ექსპოზიცია, კაფეტერიაში კი გამოაცხვეს სააღდგომო პასკები.

Share on: