საახალწლო განწყობა “ევროპულ სკოლაში“

დღეს “ევროპულ სკოლაში“ საახალწლო განწყობის შესაქმნელად მოსწავლეები თავისუფალი, საახალწლო ჩაცმულობით მოვიდნენ. ერთი დღე ფორმის გარეშე გაატარეს და დაიწყეს საახალწლო მზადება.

სანტას ქუდებსა და სადღესასწაულო ტანისამოსში გამოწყობილი მოსწავლეები სკოლის შიდა ეზოში შეიკრიბნენ გასართობად და საახალწლო ემოციების გასაზიარებლად. დერეფნები და საკლასო ოთახები უკვე მორთულია სადღესასწაულოდ.

Share on: