საახალწლო სპექტაკლი

ქართული პროგრამის დაწყებითი კლასის მოსწავლეთა სადღესასწაულო წარმოდგენები გრძელდება. 24 დეკემბერს მე-4 ბ კლასმა წარმოგვიდგინა საახალწლო სპექტაკლი რუსულად. მე-2 ა,ბ და გ კლასის მოსწავლეებმა გვიჩვენეს სპექტაკლი ,,სათაგური“ და ,,საშობაო ზღაპარი.“
მე-5 კლასელებმა კი ცნობილი სადღესასწაულო სიმღერები შეასრულეს.
მოსწავლეებმა უკვე შექმნეს საახალწლო განწყობა და მოსულ სტუმრებს გაუზიარეს სითბო და სიყვარული.

Share on: