საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს პეპელა“

28 ნოემბერს დასრულდა “ესტვ“-ის ტრადიციული, ყოველწლიური პროექტი – საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს პეპელა“. რიგით მეთორმეტე ფესტივალში მონაწილეობდნენ 20 წლამდე ასაკის მოზარდები მსოფლიოს 16 ქვეყნიდან. ფესტივალის საპატიო სტუმარი იყო კინორეჟისორი ელდარ შენგელაია.  საერთაშორისო ჟიურიმ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ცნობილი ქართველი კინორეჟისორი მიხეილ (მიშა) ჭიაურელი,  გამოავლინა გამარჯვებულები 10 ნომინაციაში. ფესტივალის მთავარი პრიზი გადაეცა მხატვრულ ფილმს “ტვისტი“ (საბერძნეთი); ნომინაციაში “საუკეთესო დოკუმენტური ფილმი“ ოქროს პეპელა და დიპლომი გადაეცა “ევროპული სკოლის“ ფილმს “უცნობი დავით არსენიშვილი“ (ავტორები: ილია ბერბიჭაშვილი, ნუცა ქუთელია, მარიამ ხუროძე);  “ოქროს პეპელა“ ნომინაციაში  “ბიჭის როლის საუკეთესო შესრულებისათვის“ გადაეცა  “ევროპული სკოლის“  მოსწავლეს გეგა დათუკიშვილს ფილმში “კახური მოტივები“ შესრულებული როლისათვის;  ჟიურის სპეციალური დიპლომები გადაეცათ “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს: იშიტა ჯინდალს, ემანუელა დუდოლენსკას და დაჩი დარჩიძეს ფილმისათვის “მარტივი არჩევანი“;  ასევე ჟიურის სპეციალური დიპლომით აღინიშნა ფილმი “თანადგომის ძალა“, რომლის  ავტორები არიან “ევროპული სკოლის” მოსწავლეები :თეკლა სოხაძე, მარიამ მელია, ეკა ქორჩილავა, მარიკა ჯანაშვილი.

Share on: