საბავშვო მწერალი ვასო გულეური

“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის დაწყებითი კლასის საფეხურის მოსწავლეებს საბავშვო მწერალი, ვასო გულეური  ეწვია სტუმრად. მოსწავლეებმა თავად ავტორისგან მოისმინეს ნაცნობი ლექსები, მოთხრობები, რომელიც სასკოლო სახელმძღვანელოებიდანაც ნაცნობია მათთვის. სტუმარს  საინტერესო შეკითხვებიც დაუსვეს და თავადაც წაუკითხეს შესწავლილი ნაწარმოებები. 

20-მდე საბავშვო წიგნის ავტორმა ვასო გულეურმა სულ ახალი გამოცემები წარადგინა პატარა მკითხველების წინაშე და სასარგებლო რჩევებიც მისცა საზაფხულოდ საკითხავი ლიტერატურის შესარჩევად.

Share on: