საელევიზიო შოუ

გასულ წელს “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა, ჯერმანთაუნის უმაღლესი სკოლისა (აშშ, ტენესი) და თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ტელეხიდში:”An Ocean Apart, World Together: Our Questions Answered”. სატელევიზიო შოუში  მოსწავლეებმა  საკუთარი სკოლისა და ქალაქის შესახებ მომზადებული ფილმები წარადგინეს, მიიღეს მონაწილეობა განათლების, დემოკრატიის, მშვიდობისა და მოზარდებისთვის საინტერესო სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ გამართულ დისკუსიაში.

ცოტა ხნის წინ აღნიშნულმა შოუმ ორი ჯილდო მიიღო ჰოუმთაუნის ნაციონალურ ვიდეოკონკურსში. კონკურსი მოაწყო  Alliance for Community Media-მ, რომელიც აშშ -ის საკაბელო ტელევიზიებისა და მედიაცენტრების გაერთიანებას წარმოადგენს.

ვულოცავთ  ჯერმანთაუნის უმაღლეს სკოლას (აშშ, ტენესი), თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის და “ევროპულ სკოლას“ ამ პრესტიჟულ ჯილდოს.

Share on: