საერთაშორისო კონფერენცია

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით 2023 წლის 20 ნოემბერს გაიმართა პირველი საერთაშორისო კონფერენცია “ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემა და ბავშვის უფლებები – საუკეთესო ევროპული და ამერიკული გამოცდილება“.
 ღონისძიებას ესწრებოდნენ “ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა კეთილდღეობის სამსახურის წარმომადგენლები და სკოლის სამივე პროგრამის მოსწავლეები, რომელთაც მიეცათ შესაძლებლობა, ონლაინ სივრცეში არსებულ პრობლემებზე თავად ესაუბრათ და საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინათ პროფესიონალებისთვის.
მოსწავლეებმა გააკეთეს მოხსენებები თემებზე:
• ინტერნეტის მნიშვნელოვნება მოზარდებისთვის (ელენე ხურცილავა);
• კიბერბულინგის საფრთხე სხვადასხვა სოციალურ მედიაში (ნინო კუბლაშვილი).
 მოსწავლეთა კეთილდღეობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანა ჩახნაშვილმა ისაუბრა “ევროპულ სკოლაში“ მოსწავლეთა უფლებების დაცვის პრაქტიკასა და მათთვის მზრუნველი გარემოს შესაქმნელად გატარებულ ღონისძიებებზე.
Share on: