შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონ ირმა ხეცურიანთან
“შეუძლებელი არაფერია. თქვენი შესაძლებლობები უსაზღვროა. სიტუაცია, რომელშიც წარმატების მიღწევის შანსი ნულია, არ არსებობს“ – ეს არის ის ცხოვრებისეული რჩევები, გაკვეთილები, რაც ჩვენმა მოსწავლეებმა პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანისგან მიიღეს.
ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონ ირმა ხეცურიანს ქართული პროგრამის V-VI კლასის მოსწავლეები პროექტ “ჯანსაღი ცხოვრების წესის“ ფარგლებში შეხვდნენ. სტუმრისგან მოზარდებმა არა მარტო ჯანსაღად ცხოვრების შესახებ მიიღეს რჩევები, არამედ ისწავლეს, როგორ გადალახონ მოთმინებით ნებისმიერი პრობლემა, რომელსაც შეეჯახებიან.